TERMS AND CONDITIONS
Welcome to our online store: www.wonderwood.ge Please review the following Terms and Conditions, which govern the purchase of our products.
1. ზოგადი პირობები
საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ წესებსა და პირობებს.
ვებსაიტის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება მოცემულ წესებს.
კომპანია უფლებას იტოვებს განაახლოს ან შეცვალოს წესები წინასწარი შეტყობინების გარეშე.
განახლებული წესები ძალაში შედის მათი ვებსაიტზე გამოქვეყნებისთანავე.
2. პროდუქცია
ჩვენ ვთავაზობთ როგორც მზა, ისე შეკვეთით დამზადებულ ხელნაკეთ ხის პროდუქტებს, მათ შორის: ცხოველების სახლები, სანათები, ბავშვების შიდა და გარე სახლები და სხვა.
მზა პროდუქტები მაქსიმალურად შეესაბამება წარმოდგენილ ფოტოებს, თუმცა ხელნაკეთობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა არსებობდეს მცირე განსხვავებები ფერში, ტექსტურასა და დეტალებში.
შეკვეთით დამზადებული ნივთები სრულდება ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით და შესაძლოა მცირედ განსხვავდებოდეს ვიზუალურად.
3. შეკვეთის განთავსება
შეკვეთა შესაძლებელია როგორც მზა პროდუქციაზე, ისე ინდივიდუალური დიზაინის მიხედვით.
შეკვეთა ითვლება დადასტურებულად გადახდის (ან ავანსის) მიღების შემდეგ.
შეკვეთის განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მითითებული ინფორმაცია (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი და ა.შ.) სწორია.
კომპანია უფლებას იტოვებს უარი თქვას შეკვეთის შესრულებაზე, თუ არსებობს ეჭვი თაღლითობაზე, არასწორ მონაცემებზე ან სხვა რისკზე.
4. ფასები და გადახდა
ფასები მითითებულია ლარში.
შეკვეთით დამზადებული პროდუქციის შემთხვევაში შესაძლოა მოთხოვნილი იყოს წინასწარი გადახდა.
გადახდა ხორციელდება შემდეგი მეთოდებით:
– ონლაინ გადახდა ბანკის ბარათით ან მესამე მხარის გადახდის პლატფორმით
– გადახდა კურიერთან (თუ ხელმისაწვდომია)
5. პასუხისმგებლობა
მომხმარებელი პასუხისმგებელია სწორად მითითებულ საკონტაქტო და მისამართის ინფორმაციაზე.
მიწოდება ხორციელდება საქართველოს მასშტაბით.
მიწოდების ვადა და ღირებულება მითითებულია ვებსაიტის შესაბამის სექციაში.
დაგვიანება, რომელიც გამოწვეულია მესამე მხარის (საკურიერო კომპანია) მიზეზით, არ წარმოადგენს კომპანიის პასუხისმგებლობას.
თუ კურიერი ვერ ახერხებს მომხმარებელთან დაკავშირებას ან მისამართის პოვნას, მიწოდება შესაძლოა გადაიდოს.
6. პერსონალური მონაცემები
კომპანია ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მონაცემები გამოიყენება შეკვეთის მიღების, გადამუშავების, მიწოდებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად.
რეგისტრაციისა და/ან შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მისი საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი) შეიძლება გამოყენებულ იქნას მარკეტინგული კომუნიკაციისთვის: ახალი პროდუქტები, აქციები და სხვა შეთავაზებები.
მომხმარებელს შეუძლია უარი თქვას მარკეტინგულ შეტყობინებებზე შესაბამისი ბმულის გამოყენებით ან კომპანიისთვის წერილობითი შეტყობინებით.
მესამე პირებზე მონაცემების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ შეკვეთის შესრულებისთვის საჭირო შემთხვევებში (მაგ., საკურიერო კომპანიას).
ნებისმიერი მონაცემი დაცულია ტექნიკური და ადმინისტრაციული უსაფრთხოების ზომებით.
7. ინტელექტუალური საკუთრება
ვებგვერდის შიგთავსი (ტექსტი, ფოტოები, დიზაინი, ლოგოები, სტილი) წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას ან გამოყენებულია შესაბამისი ნებართვით.
მასალის კოპირება ან გავრცელება ნებადართულია მხოლოდ კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
8. ცვლილებები
მაღაზია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს წესები და პირობები.