Playhouse Model B – ბავშვების სათამაშო ხის სახლი

არტიკული: wwpb01

შესაკვეთად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ

თანამედროვე სათამაშო ხის სახლი ბავშვებისთვის.
სახლის გაბარიტები გათვლილია 3-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის.
სახლში დამონტაჟებულია უსაფრთხო 12 ვოლტიანი ელექტრო სისტემა.
არანაირი წინასწარი გადახდა ან ავანსი. გადახდა ხდება შეკვეთის შესრულების შემდეგ.

სრული გაბარიტები:
სიგრძე: 200 სმ | სიმაღლე: 205 სმ | სიგანე: 267 სმ
შიდა სივრცე:
სიგანე: 192 სმ | სიმაღლე: 142 სმ | ჭერი: 185 სმ

შეკვეთით

თანამედროვე სათამაშო სახლი ბავშვებისთვის

ეს არ არის მხოლოდ ხის კონსტრუქცია, ეს ბავშვის პირველი საკუთარი სივრცეა, სადაც თანამედროვე დიზაინი და “ზრდასრული” ტექნოლოგიები ერთიანდება.

  • ნამდვილი განათება და USB: სახლში დამონტაჟებულია უსაფრთხო 12V სისტემა. შიდა და გარე განათება მყუდრო ატმოსფეროს ქმნის, ხოლო USB პორტები განკუთვნილია სხვადასხვა მოწყობილობების შესაერთებლად და დასატენად.

  • უმაღლესი ხარისხი: ვიყენებთ მხოლოდ კამერულად გამომშრალ ხეს, ლითონის გამძლე გადახურვას და ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს. სახლი გათვლილია 10+ წლიან ექსპლუატაციაზე.

  • 360° უსაფრთხოება: ელექტროობა სრულად დაცულია ტენიანობისგან, ხე იდეალურადაა დამუშავებული (ნატეხების გარეშე), ხოლო მინების ნაცვლად გამოყენებულია ორგმინა.

ზომები

სრული გაბარიტები:
სიგრძე: 200 სმ | სიმაღლე: 205 სმ | სიგანე: 267 სმ

შიდა სივრცე:
სიგანე: 192 სმ | სიმაღლე: 142 სმ | ჭერი: 185 სმ

ტერასის ზომა:
სიგრძე: 200 სმ | სიგანე: 117 სმ

წინა კარის ზომა:
სიგანე: 48.5 სმ | სიმაღლე: 118.5 სმ

მარჯვენა კარის ზომა:
სიგანე: 58.5 სმ | სიმაღლე: 158 სმ

ფანჯრების ზომა:
სიგანე: 38.5 სმ | სიმაღლე: 58.5 სმ

მოაჯირის სიმაღლე: 57 სმ

შიდა სივრცის მახასიათებლები

ორდონიანი სივრცე (ლოფტი): მყუდრო საძინებელი ან სათამაშო ზონა მეორე დონეზე, დაცული მოაჯირით და მყარი ხის კიბით.

ჭკვიანი განათება: ჩაშენებული ხაზოვანი LED სანათები (12V) და დიდი ფანჯრები მაქსიმალური ბუნებრივი შუქისთვის.

ეკო-მასალები: თეთრად შეღებილი ნატურალური ხის პანელები (უსაფრთხო, სერტიფიცირებული საღებავით).

კომფორტული იატაკი: რბილი, მაღალი ხარისხის "კოვროლინი" — უსაფრთხო თამაშისა და ფეხშიშველი სიარულისთვის.

ერგონომიული დიზაინი: მაღალი ჭერი და ოპტიმალური დაგეგმარება, რაც ტოვებს ადგილს დამატებითი ავეჯისთვის.

მასალა

კარკასი.
გამომშრალი ფიჭვის ლარტყა 40x40მმ კვეთით.

კედლები.
ფიჭვის ვაგონკა 12,5x96მმ

იატაკი.
OSB დამუშავებული ნესტგამძლე საღებავით + რბილი იატაკი.

სახურავი.
მაღალი ხარისხის ლითონის სახურავი.

მინები.
ბავშვის უსაფრთხოებისთვის ფანჯრებზე მონტაჟდება ორგმინა.

ელექტროობა

ძაბვა სახლში: მკაცრად 12 ვოლტი. აბსოლუტურად უსაფრთხოა პირდაპირი კონტაქტის დროსაც კი.

კვების წყარო: გარე ტენიანობისგან დაცული როზეტი სტანდარტული 220V დამაგრძელებლის დასაკავშირებლად.

კონვერტერი: დაფარული ჰერმეტული კვების ბლოკი (AC 220V -> DC 12V) მოკლე ჩართვისგან დაცვის სისტემით.

მოხმარების წერტილები:

  • შიდა LED სანათები (თბილი განათება).
  • გარე ფასადის ბრა-სანათები (მტვერისა და ნესტისგან დაცვა IP54/65).
  • USB პორტები გაჯეტებისა დასამუხტად ან ჩასართავად.
  • ჩამრთველები შიდა და გარე განათებისთვის

ელექტრო სისტემა შენახულია სამონტაჟო ყუთში, რომელიც მიუწვდომელია ბავშებისთვის.

ელექტროობა

12V ელექტროობა: სისტემა მუშაობს დაბალ ძაბვაზე. აბსოლუტურად უსაფრთხოა ბავშვისთვის პირდაპირი კონტაქტის დროსაც კი.

იდეალური ზედაპირი: ხის ყველა დეტალი საგულდაგულოდ არის დამუშავებული და გაშლიფებული — არანაირი ხიჭვი და ნატეხი.

თბილი და რბილი იატაკი: მაღალი ხარისხის საფარი (კოვროლინი) იდეალური თერმოიზოლატორია — ის საიმედოდ იცავს ბავშვს მიწიდან მომავალი სიცივისგან.

ეკო-საღებავები: ვიყენებთ მხოლოდ სერტიფიცირებულ, ჰიპოალერგიულ და უსაფრთხო მასალებს.

დარტყმაგამძლე "მინა": ფანჯრებში გამოყენებულია ორგმინა — ის არ ტყდება და გამორიცხავს დაშავების რისკს.

მყარი კონსტრუქცია: მეორე დონე აღჭურვილია დამცავი მოაჯირით, ხოლო კიბეები გათვლილია მაღალ დატვირთვაზე.

სერვისი

ჩვენ ვზრუნავთ, რომ თქვენი შენაძენი მაქსიმალურად მოერგოს თქვენს მოთხოვნებს:

  • ინდივიდუალური მიდგომა: შეკვეთისას დეტალურად გავდივართ თქვენთან ყველა საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ სახლის ძირითადი კონსტრუქცია უცვლელია, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ფასადის ფერი და კომპლექტაცია (განათების ტიპი, USB პორტების რაოდენობა და ა.შ.).

  • შესრულების ვადები: თქვენი პერსონალური შეკვეთა მზად იქნება 10-14 სამუშაო დღეში.

  • მიტანა და მონტაჟი: ჩვენ გთავაზობთ სრულ სერვისს — სახლის ტრანსპორტირებას თქვენს მისამართზე და პროფესიონალურ მონტაჟს მინიმალურ დროში.

  • ხარისხის კონტროლი: ყოველი სახლი მოწმდება გადაცემამდე, რათა დარწმუნდეთ კონსტრუქციისა და ელექტროობის გამართულობაში.

დამატებითი ინვენტარი

(არ შედის სტანდარტულ კომპლექტაციაში)

სასრიალო

საცოცი პანელი

საქანელა

ყვავილების ბოქსები

მაგიდა და 2 სკამი

სათამაშო სამზარეულო

მაკიაჟის მაგიდა

სარკე

საბავშვო კომოდი

პუფები

ფარდა და კარნიზები

პლედი

ბალიშები

USB გირლიანდა

USB სანათი

USB ვენტილატორი

სათამაშო სახლების ყველა მოდელი